ჟურნალმა "გლამურმა" "წლის ქალები" გამოავლინა. ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. პრესტიჟული ტიტული წელსაც ტრადიციულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გაინაწილეს. წლის ქალების სიაში მსახიობები შარლიზ ტერონი და იარა შაჰიდი, რეჟისორი ავა დუვერნეი, გარემოს დამცველი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ნოველისტი მარგარეტ ეტვუდ, დიზაინერი ტორი ბერჩი და ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო მოხვდნენ. წითელ ხალიჩაზე შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავებმაც გაიარეს.